მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა, როგორ თავად აღნიშნავს, მის მიმართ ინტერესი პროექტის შემდგომ გაჩნდა:
„ჩემი ალბომი რომ გამზადდეს და ყველამ მოისმინოს 6 თვე მაინც დაგვჭირდება. „ამერიკის ვარსკვლავში” მონაწილეობის შემდეგ აგენტებმა და პროდიუსერებმა ინტერესი გამოხატეს.“
როგორც ნუცა ამბობს, ამ დროს მთავარია ნაბიჯები სწორად გადადგას ადამიანმა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევს:
„ნაბიჯები სწორად უნდა გადადგა, ეს ძალიან რთულია, მარტივი ნამდვილად არ არის. როდესაც გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ, არ იღლები. ეს სულ სხვა ემოციაა, იცი რომ რაც სიამოვნებას განიჭებს, სწორედ იმ საქმეში ხარ”
აღსანიშნავია ისიც, რომ ნუცა ამ პროექტში 8 წლის განმავლობაში ცდილობდა მოხვედრას და ეს ოცნებაც აისრულა. ნუცა ერთადერთი უცხოელია რომელიც American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორის მოხვდა.