კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე – ავთანდილ გოგიაშვილი ჰყავს. მან უკონკურენტო არჩევნებში 100%-იანი შედეგი (25 ხმა) მიიღო. მის სასარგებლოდ საკრებულოს დანარჩენმა ორმა წევრმა – ხათუნა თათანაშვილმა და იაგო დემეტრაშვილმა – კანდიდატურები მოხსნა. მიუხედავად ამისა, შედეგით ფრაქცია ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” წევრები და მათი მხარდამჭერები, უკმაყოფილოები არიან. მათ ვერ დაადგინეს, რეალურად, საკრებულოში რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ.