ლეგენდარულმა ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Aerosmith გამოსამშვიდობებელი ტური დააანონსა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფი 40 კონცერტს აშშ-სა და კანადაში გამართავს. ტურის პირველი კონცერტი 2 სექტემბერს, ფილადელფიაში გაიმართება, ბოლო კი 2024 წლის 26 იანვარს, მონრეალში. ევროპაში შოუების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
ერთ-ერთი შოუ ბოსტონში გაიმართა, სადაც ჯგუფის ისტორია 1970-იან წლებში დაიწყო. Aerosmith-ს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორებიცაა Dream On, Walk This Way, I Don't Want To Miss A Thing და მრავალი სხვა.
2017 წელს Aerosmith-მა კონცერტი საქართველოშიც, „ბლექ სი არენაზე“ გამართა.