რიდლი სკოტი პედრო პასკალს „გლადიატორის“ გაგრძელებაში გადაიღებს

რიდლი სკოტი პედრო პასკალს „გლადიატორის“ გაგრძელებაში გადაიღებს

პედრო პასკალი რეჟისორ რიდლი სკოტის „გლადიატორის“ სიქველში გადაღების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზეა. ამის შესახებ Deadline-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია რა როლი შეხვდება „უკანასკნელი ჩვენგანისა“ და „მანდალორელის“ ვარსკვლავს. სურათში ასევე მონაწილეობენ: პოლ მესკალი, ბარი კეოგანი, დენზელ ვაშინგტონი, ჯოზეფ ქუინი და კონი ნილსენი, რომელიც პირველ „გლადიატორში“ თამაშობდა.

ფილმის პრემიერა 2024 წლის ნოემბერში უნდა შედგეს. „გლადიატორი“ ეკრანებზე 2000 წელს გამოვიდა და 5 „ოსკარი“ მიიღო, მათ შორის ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“.