ისტორიაში პირველად, სამხრეთ აფრიკელი ოპერის ვარსკვლავი დიდი ბრიტანეთის მონარქის კორონაციაზე იმღერებს. სოპრანო პრითი იენდე გასულ დეკემბერს ვენაში გამოდიოდა, როდესაც მას მენეჯერი დაუკავშირდა და ამცნო, რომ ის მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე იყო მიწვეული.
„გაოგნებული, შოკირებული, ბედნიერი ვიყავი. ყველა ემოცია უბრალოდ ერთად მომაწვა“, - იხსენებს სამხრეთ აფრიკელი პერის ვარსკვლავი.
6 მაისს მთელი მსოფლიოს ყურადღება უესტმინსტერის სააბატოში, ჩარლზ III-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალისკენ იქნება მიმართული, რომელსაც 2 000 სტუმარი დაესწრება. მათ შორის იქნებიან სამეფო ოჯახის წევრები და გლობალური ლიდერები.