ფილმი სახელწოდებით, A Thief Catcher, ეკრანზე 17 ივლისს გავა.
მუნჯი ფილმი 1914 წელსაა გადაღებული და აქამდე დაკარგულად ითვლებოდა. სურათი კინოისტორიკოსმა პოლ გერუცკიმ, ერთერთ გაყიდვაზე, მიჩიგანში შეიძინა ისე, რომ არ იცოდა, რომ იგი ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის ნამუშევარი იყო.
გურეცკი ფიქრობდა, რომ მან Keystone Studios - ის მორიგი ძველი კომედია შეიძინა. ამ მიზეზის გამო, კინოისტორიკოსს ფილმი ერთი წლის განმავლობაში არც უნახავს.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჩაპლინი ფილმში პოლიციელის არც თუ მთავარ როლს თამაშობს და მისი გვარი ტიტრში მითითებულიც არაა.