90-იანი წლების ცნობილი ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, „ფუჯისის“ ყოფილი მუსიკოსი, პრაკრაზელ „პრას“ მიშელი სასამართლომ აშშ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ BBC იუწყება.
კერძოდ, რეპერი ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ დამნაშავედ 10 პუნქტში ცნო. მათ შორის, უკანონო ლობირებაში, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესის დარღვევასა და მოწმეთა ფალსიფიკაციაში.
როგორც აშშ-ის პროკურატურაში აცხადებენ, საქმეში ფიგურირებს ბიზნესმენი ჯო ლოუ ტეკიც, რომელსაც ბრალი მალაიზური ფონდიდან ოთხნახევარი მილიარდი დოლარის მოპარვა ედება ბრალად. მიშელმა კი მაილაიზიელი მილიარდერისგან, ჯო ლოუსგან 100 მილიონ დოლარზე მეტი აიღო, რომელიც გამოყენებული იყო აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის 2 მცდელობაში.
ბრალდების მხარის მტკიცებით, პრას მიშელმა ხელი შეუწყო ბიზნესმენ ლოუსთვის სოლიდური თანხის გადარიცხვას საპრეზიდენტო კამპანიების დასაფინანსებლად. საუბარია ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის კამპანიის ლობირებაზე.
გარდა ამისა, პრას მიშელი საქმიანობდა, როგორც უცხოური გავლენის აგენტი. გავრცელებული ცნობით, რეპერს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.