ალასკის შტატში, ქალაქ კენაიში, კინოთეატრში ცნობისმოყვარე ცხენ-ირემი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცხენ-ირემმა ჰოლში ჯერ ნაგვის ყუთი დაათვალიერა, შემდეგ კი მაგიდაზე დადებული სასუსნავი შეჭამა.
კინოთეატრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა სოციალური ქსელი მალევე მოიცვა.
ბოლო თვის განმავლობაში, შტატში ეს ცხენ-ირმის შენობების სტუმრობის მეორე შემთხვევაა. თავდაპირველად, ცხოველი ანკორაჯის სამედიცინო ცენტრში შევიდა.