ზურაბ ქადაგიძე: კეზერაშვილის უდანაშაულობას ვერ გაასაღებთ, სულ რომ ბლინკენმა გამართოს პრეს-კონფერენცია

ზურაბ ქადაგიძე: კეზერაშვილის უდანაშაულობას ვერ გაასაღებთ, სულ რომ ბლინკენმა გამართოს პრეს-კონფერენცია

“კელი დეგნანი ლამის ნაც-მოძრაობის თავმჯდომარე გახადონ და მაინც ვერ ფარავენ კეზერაშვილის თაღლითობას", - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი, ზურაბ ქადაგიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, კეზერაშვილის საქმე ვერაფრით გადაიფარა და ახლა "ნაციონალურმა მოძრაობამ" "საზარბაზნე ხორცად საკუთარი გარემოცვის წევრი გამოიყვანა.

"მოსამართლეების თემით ვერ გადაფარეს... კომისიის თემით ვერაფერი ქნეს... კელი დეგნანი ლამის ნაც-მოძრაობის თავმჯდომარე გახადონ და მაინც ვერ ფარავენ კეზერაშვილის თაღლითობას..

ჰო და ახლა, "საზარბაზნე ხორცად" საკუთარი გარემოცვის წევრი გამოაგდეს, თან ყველაზე მაგარი "ნარატივით" - მინისტრის ბიძაშვილის ცოლის დის ყოფილი ქმარიო თუ რაღაც ეგეთი სისულელე...

ბიჭო, თქვენ მაგრად გაჟრიალებთ.

კეზერაშვილის უდანაშაულობას ვერ გაასაღებთ, სულ რომ ბლინკენმა გამართოს პრეს-კონფერენცია. ეგ ნაგავი თქვენია და თქვენვე მოგიწევთ მაგის ზიდვა! P.S. არ გაგიკვირდეთ, ხვალ საკუთარი მამიდები რომ გამოფინონ სააშკარაოზე, ოღონდ კეზერაშვილი გაათეთრონ, მაგრამ... როგორც ყველაფრისგან სალამური არ ითლება, ისე კეზერასგან ვერ გამოძერწავთ უდანაშაულოს", - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.