ნიკოლოზ სამხარაძე: მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე აქციების გამართვა საერთოდ არ არის საინტერესო, ყველა საკითხზე აქციის ჩატარება წარმოუდგენელია

ნიკოლოზ სამხარაძე: მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე აქციების გამართვა საერთოდ არ არის საინტერესო, ყველა საკითხზე აქციის ჩატარება წარმოუდგენელია

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საპროტესტო აქციების გამართვას რაც შეეხება, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო, ყველა საკითხზე აქციის ჩატარება წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, 9 აპრილის აქციამაც აჩვენა, რომ როდესაც საკითხი საინტერესო არ არის, მას აზრი არ აქვს.

„ძალიან მახარებს, რომ 2023 წლის აპრილში, ორწელიწადნახევრის თავზე სავსე სხდომათა დარბაზს ვხედავთ. გუშინ, მინისტრის საათზე ოპოზიცია მობილიზებული იყო და მინისტრს თავიდან ბოლომდე მოუსმინეს, კითხვებიც კი დაუსვეს. ასე თუ გააგრძელებენ, საპარლამენტო ცხოვრებისთვის კარგი იქნება. ეს ადამიანები საპარლამენტო ცხოვრებას ჯერ ვერ მივაჩვიეთ, მაგრამ ვაჩვევთ, ჯერ პირველ კლასში არიან და იმედია, მე-12 კლასში გადავლენ. რაც შეეხება ამ საკითხზე საპროტესტო აქციების გამართვას, ყველა საკითხს რაღაც განზომილება აქვს. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო და ყველა საკითხზე აქციის ჩატარება წარმოუდგენელია. 9 აპრილის აქციამაც აჩვენა, რომ როდესაც საკითხი საინტერესო არ არის, მას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.