„ნაციონალური მოძრაობა“ ყველა გზით ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ცდილობს ეს ყველაფერი სასამართლოზე კონტროლის აღდგენით გააკეთოს. სწორედ ეს არის მიზანი საგამოძიებო კომისიის შექმნის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
.პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უკვე მესამედ ჩავარდა - უმრავლესობამ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა.