ამერიკელმა ოჯახმა თავისი სახლის სხვენში ჩინეთის იმპერატორის ზარდახშა იპოვა

ამერიკელმა ოჯახმა თავისი სახლის სხვენში ჩინეთის იმპერატორის ზარდახშა იპოვა

ამერიკელმა ოჯახმა საკუთარი სახლის სხვენში ჩინეთის იმპერატორ სიუანდეს ზარდახშა იპოვა. FoxNews-ის ცნობით, ზარდახშა ახლა აუქციონზე გაიყიდება, მისი სავარაუდო ღირებულება 10 000 დოლარია.

ზარდახშა მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, მაიორ ედვარდ რედკლიფის ნათესავებმა იპოვეს. რედკლიფმა არტეფაქტი ლონდონში 1946 წელს იყიდა. 1967 წელს რედკლიფი გარდაიცვალა, ზარდახშა კი არავის გახსენებია.

ზარდახშა სპილენძისგანაა დამზადებული და მას ბროწეულები და ოქროს ტოტები ახატია. XV საუკუნეში მცხოვრები იმპერატორ სიუანდესთვის სულ 5 ასეთი ზარდახშა დაამზადეს, თითოეულ მათგანზე განსაკუთრებული იეროგლიფებია დატანილი. სამი არტეფაქტი ამჟამად მუზეუმებში ინახება, ორი კი - კერძო პირებთან.