არქეოლოგებისთვის ერთ-ერთი დიდი საიდუმლო ვიკინგებთანაა დაკავშირებული. დაახლოებით 985-დან და 1450 წლებში მათ დაიკავეს და დასახლდნენ გრენლანდიის ტერიტორიაზე. თუმცა, შემდეგ ეს ტერიტორია დატოვეს — რაც ბადებს შეკითხვას: "რატომ მიატოვეს აღმოსავლეთის დასახლება?"
ამაზე პასუხს სხვადასხვა თერია სცემს. თუმცა, აქამდე ბოლომდე ვერცერთს დავეყრდნობოდით. და აი ახლა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალი კვლევა გვთავაზობს არგუმენტირებულ ახსნას. კვლევამ აღმოაჩინა, რომ ამ დროისთვის გრენლანდიის ტერიტორიაზე ზღვის დონის მნიშვნელოვანი მატება უნდა მომხდარიყო. ამას კი ტერიტორიების დატოვება უნდა ეიძულებინა.
ჯგუფმა ვიკინგების დასახლება 1000-დან 1450 წლების ფარგლებში შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ზღვის დონე 3.3 მეტრის ფარგლებში გაიზარდა. ეს ძალიან ბევრია!
კვლევის თანახმად, ვიკინგების იმ დროინდელი დასახლებების 75 პროცენტი დატბორვის საფრთხის ქვეშ იქნებოდა. ამას დამატებული რეგიონის ცვალებადი ლანდშაფტი, რომელიც ვიკინგებს გადარჩენას უფრო გაურთულებდა.
"გრენლანდიის დატოვება ეტაპობრივად მოუწევდათ. გაჩნდებოდა წერტილები, რომლებსაც ისინი თავს შეაფარებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ამ ადგილებსაც მიატოვებდნენ", — ამბობს მარისა ბორენი, კვლევის ავტორი.
ძირითადი ფაქტორები რამაც ზღვის დონის მატებას შეუწყო ხელი
ეს პერიოდი მცირე გამყინვარების დასაწყისს ემთხვევა. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად ყინულის ზრდისა, გრენლანდიის აღმოსავლეთ დასახლებაში მოვლენები პირიქით ვითარდებოდა.
კვლევამ წარსული გეომორფოლოგიური და პალეოკლიმატის მონაცემები შეისწავლა. ასევე მოხდა ყინულის დონის ზრდის მოდელირება. ამან განაპირობა დასკვნა ზღვის დონის აწევის შესახებ.
"აღმოსავლეთ რეგიონში ვიკინგების ჩასვლისას უკვე შეინიშნებოდა ზღვის დონის ზრდა. ეს პროცესი რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა", — ნათქვამია კვლევაში.
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ზღვის დონემ მოიმატა სხვადასხვა ფაქტორების გამო, როგორიცაა გრავიტაცია და გრენლანდიის მიწის მასის ჩაძირვა. ყველა ამ ფაქტორმა დასახლებას დატბორვის საფრთხე შეუქმნა.