მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი შესაძლოა, ღვიძლი ძმები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ახლახან მიცემულ ინტერვიუში მეთიუ მაკკონაჰიმ ისაუბრა. მეთიუ და ვუდი დიდი ხანია, მეგობრობენ და მაყურებელს თავი True Detective-ში შესრულებული როლებითაც დაამახსოვრეს.
მეთიუ მაკკონაჰიმ აღნიშნა, რომ მისი და ვუდის გარეგნული მსგავსება აქამდეც ხშირად შეუმჩნევიათ. "ჩემი შვილები მას ბიძია ვუდის ეძახიან, მისი შვილები კი ბიძია მეთიუს მეძახიან. როცა ჩვენს საერთო ფოტოებს ათვალიერებენ, ჩემი ოჯახის წევრებსაც კი ერთმანეთში ვეშლებით", — განაცხადა მაკკონაჰიმ.
როგორც მაკკონაჰი ჰყვება, საბერძნეთში ოჯახთან ერთად მოგზაურობისას მსახიობებმა გაიგეს, რომ მეთიუს დედას განქორწინების შემდეგ ჰარელსონის მამასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
"რამდენიმე წლის წინ მე და ვუდი საბერძნეთში ვისვენებდით და იმაზე ვსაუბრობდით, როგორ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ჩვენი ოჯახები. დედაჩემმა კი უცებ თქვა, რომ ვუდის მამას ახლოს "იცნობდა". ყველამ მაშინვე მივხვდით, "ცნობაში" რა იგულისხმებოდა", — ამბობს მეთიუ მაკკონაჰი.
მეთიუ მაკკონაჰიმ დასძინა, რომ სიმართლის დადგენის საუკეთესო გზა დნმ-ის ტესტის ჩატარებაა. ამის შესახებ კი, მას და ვუდის ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.