The Big Bang Theory-ის სამყაროზე კიდევ ერთ სერიალს გადაიღებენ

The Big Bang Theory-ის სამყაროზე კიდევ ერთ სერიალს გადაიღებენ

The Big Bang Theory-ის სამყაროზე მაყურებელი კიდევ ერთ კომედიურ სერიალს ძალიან მალე იხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Big Bang Theory-ის პროდიუსერი და სცენარისტი ჩაკ ლორი ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ჩაკ ლორი Young Sheldon-ის სცენარისტიცაა. Young Sheldon შელდონ კუპერის ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც The Big Bang Theory-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. რაც შეეხება ახალ სერიალს, ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე დეტალია ცნობილი.

The Big Bang Theory-ის სამყაროს შესახებ ახალ სერიალზე მუშაობას HBO Max იწყებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, ახალი სერიალის სიუჟეტი The Big Bang Theory-ის რომელ პერიოდს შეეხებ იქნება. რაც შეეხება The Big Bang Theory-ის ვარსკვლავებს, ზოგიერთ სერიაში ისინი მოწვეული მსახიობის სტატუსით გამოჩნდებიან.

The Big Bang Theory მეთორმეტე სეზონით 2019 წელს დასრულდა. სერიალის პერსონაჟებმა უამრავ ადამიანს შეაყვარეს თავი, ფინალი კი 18 მილიონმა მაყურებელმა ნახა. ამ ეტაპზე Young Sheldon-ის გადაღებები ისევ გრძელდება, ახალი სერიალის პრემიერის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.