მიხეილ სარჯველაძე: ხაბეიშვილს არ სურს, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის შიგნით ლიდერის პოზიციებიდან, როგორღაც ჩაჩოჩებული აღმოჩნდეს

მიხეილ სარჯველაძე: ხაბეიშვილს არ სურს, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის შიგნით ლიდერის პოზიციებიდან, როგორღაც ჩაჩოჩებული აღმოჩნდეს

მას არ სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ოპოზიციის შიგნით ლიდერის პოზიციებიდან, როგორღაც ჩაჩოჩებული აღმოჩნდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ლევან ხაბეიშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„არ მგონია, საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი აზრი იყოს, თუმცა ვეჭვობ, იგივე მოტივაციით ხელმძღვანელობდეს ბატონი ხაბეიშვილი. ჩემი აზრით, სრულიად მერკანტილურია მის მიერ შერჩეული პოზიცია და ის ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას. მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის არ განიხილება ამ ინიციატივის მთავარი შემოქმედად - რა თქმა უნდა, მას არ სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ოპოზიციის შიგნით ლიდერის პოზიციებიდან, როგორღაც ჩაჩოჩებული აღმოჩნდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს აკრიტიკებენ. ამჯერად დაპირისპირებაა ლევან ხაბეიშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის. პარტიის თავმჯდომარე დამოუკიდებელ დეპუტატს საპარლამენტო საქმიანობას უწუნებს და ამტკიცებს, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს ხატია დეკანოიძე მაიამიში იმყოფებოდა.