გიორგი ცაგარეიშვილი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე: როცა „ფარა“ გამოაქვეყნებს ახალ მონაცემებს, ბევრად უფრო დიდი თანხა იქნება დახარჯული ამ გაურკვეველი ჯილდოების მოპოვებაში

გიორგი ცაგარეიშვილი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე: როცა „ფარა“ გამოაქვეყნებს ახალ მონაცემებს, ბევრად უფრო დიდი თანხა იქნება დახარჯული ამ გაურკვეველი ჯილდოების მოპოვებაში

ფოტიგა გახლავთ ის ევროპარლამენტარი, რომელმაც დავით კეზერაშვილი და ტელეკომპანია „ფორმულა“ მოახვედრა ევროპარლამენტის 2022 წლის რეზოლუციაში. ახლა მაინტერესებს მისი აზრი, მას რცხვენია ამის თუ პირიქით, კიდევ უფრო მხარს დაუჭერს?!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„არიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად აღიქვამენ მოვლენებს. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მუშაობს კეზერაშვილის ხაზინა, მუშაობს სააკაშვილის ხაზინა. ლობისტები, რომლებიც მიმობნეულები არიან ევროპის დედაქალაქებსა და ვაშინგტონში. მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული ამ საქმეში და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს, როცა „ფარა“ გამოაქვეყნებს ახალ მონაცემებს ბევრად უფრო დიდი თანხა იქნება დახარჯული ამ გაურკვეველი ჯილდოების მოპოვებაში“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცა.