გინესის მსოფლიო რეკორდებმა მსოფლიოს ყველაზე მოკლე ძაღლის ტიტულის ახალი მფლობელის ვინაობა დაასახელა. ამის შესახებ СNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ეს საპატიო ტიტული 2 წლის ჩიუაუა პერლს მიანიჭეს, რომლის სიგრძეც სულ რაღაც 12,7 სანტიმეტრია, წონა კი 553 გრამი. მისი პატრონის თქმით, ძაღლი ძირითადად ქათმითა და ორაგულით იკვებება და ძალიან უყვარს ლამაზად ჩაცმა.
პერლის რეკორდი ოფიციალურად დადასტურდა მას შემდეგ, რაც ის აშშ-ში, ორლანდოს ერთ-ერთ კლინიკაში გაზომეს.