კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე: რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა - გარკვეული პირები და მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას

კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე: რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა - გარკვეული პირები და მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას

რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა. ვიზის განსაზღვრა ნიშნავს, რომ გარკვეულ პირებსა და აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირების საკითხებს და მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ტერმინი არასწორად იქნა თარგმნილი.

მისი თქმით, ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა.

„რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას, ამის საფუძველია საინფორმაციო წყაროების მრავალფეროვნება, მათ შორის არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ინფორმაციის დიდი ნაწილი ცნობილია და წლების განმავლობაში ფართოდ იყო ცნობილი. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Aburjga Tasmanieli რომელ ნორმალურ, ტრადიციული გაგების ადამიანს მოუნდება მტარვალ, ზნედაცემულ ამერიკაში შესვალ ან მისი ოჯახის წევრების იქ გაშვება?! რა ტქმა უნდა არავის, რა ქმა უნდა არც ერთს!! თქვენ ამერიკელები უნდა გამოერკვეთ, უნდა დაბრუნდეთ რეალობაში, უნდა მიხვდეთ, უნდა გაიგოთ რომ გაგიჟდით, რომ თრაქში გაზანზარებთ! რაც მალე მით უკეთესი, კიდევ გექნებათ შანსი!
2 წლის უკან