BBC-ის გამოძიება არის სწორედ ერთგვარი გაგრძელება იმ გამოძიებისა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ აწარმოა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დავით კეზერაშვილზე სასამართლო გადაწყვეტილებებია მიღებული, მაგრამ მისი მფარველობა რეზოლუციების დონეზე მიმდინარეობს.
„სასამართლო გადაწყვეტილებებია მიღებული, მაგრამ ამ ადამიანების მფარველობა რეზოლუციების დონეზე მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან საკითხებისადმი მიდგომა აზიანებს სამართლიანობისა და სამართლის პრინციპებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.