შსს-ს ყაჩაღობის სამი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს ყაჩაღობის სამი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო  ღონისძიებების შედეგად, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1981 წელს დაბადებული არჩილ შ.  ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გლდანის მე-3 მიკრორაიონში მდებარე  მარკეტში შეიჭრა და გამყიდველს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული მოსთხოვა,  წინააღმდგების გაწევის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებულმა იმავე დღეს თბილისში, დიმიტრი უზნაძისა და წერეთლის გამზირზე მდებარე მარკეტებიდან  ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გაიტაცა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა  ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების  შედეგად არჩილ შ.   თბილისში დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).