არანაირი პარტიული დაფინანსება მე კეზერაშვილისგან არ მაქვს, არანაირი პოლიტიკური გარიგება მე კეზერაშვილთან არ მაქვს და არავისთან არ მექნება, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
ელენე ხოშტარია ეხმაურება „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.
„- ბბს-ს გამოძიება სერიოზული ამბავია, ბრალდებაც მძიმე და ძალიან კარგია, რომ საკითხი, არა საქართველოს, არამედ ბრიტანეთის სასამართლოში გაირკვევა. კარგია, რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან;
– წარმოუდგენელი უღირსობაა მთელი რიგი ადამიანებისგან პირადი ინტერესებისთვის ამ კამპანიაში მონაწილეობა;
– არანაირი პარტიული დაფინანსება მე კეზერაშვილისგან არ მაქვს, არანაირი პოლიტიკური გარიგება მე კეზერაშვილთან არ მაქვს და არავისთან არ მექნება. ვინც ეს მოიგონა, უბრალოდ არაკეთილსინდისიერი ადამიანია. დრო ყველაფერს აჩვენებს;
– თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფინანსური ინტერესის გარეშე შეიძლება, გქონდეს პოზიცია“, – წერს ელენე ხოშტარია.