დიმიტრი შაშკინი: „ბიბისის“ სტატია და ინტერპრეტაციები, რომელიც ამას მოჰყვა, არის მცდელობა, გადაფარონ ბაობაბების, ჩამოშლილი რიკოთისა და მოსამართლეების დასანქცირების სკანდალი

დიმიტრი შაშკინი: „ბიბისის“ სტატია და ინტერპრეტაციები, რომელიც ამას მოჰყვა, არის მცდელობა, გადაფარონ ბაობაბების, ჩამოშლილი რიკოთისა და მოსამართლეების დასანქცირების სკანდალი

„ბიბისის“ სტატია და ის ინტერპრეტაციები, რომელიც ამას მოჰყვა რუსული ოცნების მხრიდან, არის მცდელობა, გადაფარონ ბაობაბების სკანდალი, ჩამოშლილი რიკოთის სკანდალი და მოსამართლეების დასანქცირების სკანდალი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, მოსამართლეების დასანქცირებისა და „ბიბისის“ სტატიის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება.

„ნუ შეადარებთ მოსამართლეების დასანქცირებას სტატიასთან, რადგან იქ არის ბლინკენი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ მოსამართლეებს ახასიათებს მნიშვნელოვანი კორუფცია, აქ საუბრობს ჟურნალისტი, რომელმაც ჩაატარა თავისი გამოძიება. იქვე თავის გამოძიებაში ჟურნალისტი ალალად ამბობს, რომ მას არ აქვს არანაირი ფაქტი, მტკიცებულება დავით კეზერაშვილის ბრალდების წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ რუსული ოცნების ლიდერებს ეს ფრაზა არ მოეწონათ და ამ ფრაზას არ იყენებენ. კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჯობია გებელსის გამოსვლების კრებულების ნაცვლად, წაიკითხონ კლასიკა, განსაკუთრებით წაიკითხონ ბიბლია. ის ფული, რომელიც მოპარეს რიკოთის მშენებლობაზე, სხვა სამყაროში იმ ფულს ვერ წაიღებენ, ამაზე იფიქრონ, ხალხს მოახმარონ, მოპარვა ცოდვა და ცუდია, რომ იპარავ, ხალხს რომ პარავ განსაკუთრებით ცუდია“, – განაცხადა შაშკინმა.

„ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

 

 

ლევკოთეა რა ხუმარაა ეს მამაძაღლი
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რა ბაობაბის საქმე შენაძირალავ?! რა, იბვანიშვილი ჩუმად ჩავიდა აფრიკაში, დააძრო ბარი და მოთხარა ბაონაბი თუ რას ბოდავ?! გაყიდეს, იყოიდა და მოაქვს ან მოიტანს, რა საქმეა აქ, რის საქმე ?! ან რიკოთს ბიძინა აშენებს, ქართუ ჯგუფი?! რიკოთს აშენებს ევროკავშირის დაკვეთით ჩინური კომპანია ივანიშვილი ან თუნდაც საქართველოს მთავრობა რა შუაშია?! ამ გზას აშენებენ კოლონიზატორები ევროპიდან და ამერიკიდან, საკუთარი მიზნებისათვის აშენებენ და არა საქართველოს სასარგებლოდ! აზერბაიჯანს და თურქეთს უშენებენ კომუნიკაციას! შუა აზიის გლობალურ საძარცვავად აშენებენ ამ გზას, რომ გამოზიდონ შუა აზიიდან მთელი სიმდიდრე ჩალის ფასად და წიღონ სახლში, არ გაძღა მაგ სვავების მუცელი! ამდენი არ გესმის ხომ?! კი გესმის მარა მამაძაღლი ხარ, იმპერიალისტებს მიყოიდული და ბჟუტურობ რაღაც სისულელეებს!
2 წლის უკან