“ვენსან კასელმა ინსტაგრამიდან ტინა კუნაკის ყველა ფოტო წაშალა” – უცხოური მედია აღნიშნავს, რომ წყვილმა რამდენიმეწლიანი ურთიერთობა დაასრულა

“ვენსან კასელმა ინსტაგრამიდან ტინა კუნაკის ყველა ფოტო წაშალა” – უცხოური მედია აღნიშნავს, რომ წყვილმა რამდენიმეწლიანი ურთიერთობა დაასრულა

როგორც უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები აღნიშნავენ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი, ვენსან კასელი და ტინა კუნაკი, შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ შესაძლოა ერთმანეთს დაშორდნენ.

ფრანგმა მსახიობმა სოციალური მედიიდან, კერძოდ ინსტაგრამიდან საკუთარი მეუღლის ყველა ფოტო წაშალა.

წყვილი ერთმანეთს კვლავ იწერს, ტინას ინსტაგრამზე კი მისი მეუღლის ფოტოები კვლავ არის განთავსებული, შესაბამისად მათ მიერ დადასტურებული ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ ტინა კუნაკი და ვენსან კასელი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებოდა. მათ 2018 წელს იქორწინეს და 2019 წელზ ქალიშვილო, ამაზონი შეეძინათ.