ფრენსის ფორდ კოპოლამ „მეგაპოლისის“ გადაღებები დაასრულა

ფრენსის ფორდ კოპოლამ „მეგაპოლისის“ გადაღებები დაასრულა

რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ სამეცნიერო-ფანტასტიკური დრამის „მეგაპოლისი“ გადაღებები დაასრულა. ინფორმაცია ამის შესახებ პროექტის Instagram-ზე გავრცელდა.

ფილმზე მუშაობა რეჟისორმა ჯერ კიდევ 40 წლის წინ დაიწყო. სურათის მოქმედება მომავალში ვითარდება და გენიალური არქიტექტორის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც სტიქიური უბედურების შემდეგ ნიუ-იორკის თავიდან აშენება და მსოფლიოს გრანდიოზულ დედაქალაქად გარდაქმნა უნდა.

მთავარ როლებს ფილმში ადამ დრაივერი, ფორესტ უიტაკერი, ნატალი ემანუელი, ჯონ ვოიტი, ლორენს ფიშბერნი, ობრი პლაზა და შაია ლაბაფი ასრულებენ. სურათის პრემიერა სავარაუდოდ 2024 წელს შედგება.

პროექტის ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. რეჟისორი მას თავად აფინანსებს. ამისთვის მას საკუთარი ღვინის ბიზნესის ნაწილის გაყიდვა და კრედიტის აღება დასჭირდა.