თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ხანძრის გამო, ვაზისუბნის დასახლებაში გათიშულია ელექტროენერგია.
სხვა დეტალები ჯერ უცნობია. შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.