Sotheby's აუქციონზე ლალი „ესტრელა დე ფურა“ გაიყიდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ძვირფასი ქვა 55.22 კარატს იწონის და ეს უდიდესი ლალია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაუტანიათ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ესტრელა დე ფურა“ შესაძლოა $30.3 მილიონად გაიყიდოს.
ვაჭრობა ივნისში, ნიუ-იორკში გაიმართება.
კანადურმა ფირმამ Fura Gems „ესტრელა დე ფურა“ შარშან, მოზამბიკში მოიპოვა. თავდაპირველად ლალი 101 კარატს იწონიდა, თუმცა მისი ზომა და წონა დამუშავების შემდეგ შემცირდა.