ტრამპი: ვაუ, ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ - არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება

ტრამპი: ვაუ, ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ - არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება

ვაუ, ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენებას.

„ძალიან სურეალური ჩანს. ვაუ, ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოში მივიდა, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს.