ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ არ დავტოვებთ სპეკულაციის სივრცეს - ყველა კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიმართული რეკომენდაციების შესასრულებლად

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ არ დავტოვებთ სპეკულაციის სივრცეს - ყველა კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიმართული რეკომენდაციების შესასრულებლად

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, იშვიათი გამონაკლისი დეპუტატების გარდა, რეკომენდაციების შესრულებაში ჩართული არ იყო, ყველა ეს რეკომენდაცია სრულდება და დარჩენილია 2 პუნქტი - დეოლიგარქიზაცია და სასამართლო რეფორმა. აქაც მოცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება შესრულებული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მთავარი რესურსი არის საზოგადოების ინფორმირება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს მუდმივად მიმდინარეობს. ასევე, ჩვენი მთავარი რესურსია ის, რომ ჩვენ რეალურად ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ევროპიდან მივიღეთ. ამის ნათელი დასტური იყო თუნდაც ის, რომ როდესაც ევროკომისიის შუალედური დასკვნა გამოქვეყნდა, იქ ცალსახად იყო წარმოჩენილი, თუ რამხელა პროგრესი აქვს მიღწეული საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმების პროგრამა. ამავდროულად, 12 რეკომენდაციიდან 9 რეკომენდაცია შესრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, იშვიათი გამონაკლისი დეპუტატების გარდა, ამ რეკომენდაციების შესრულებაში ჩართული არ იყო, ყველა ეს რეკომენდაცია სრულდება და დარჩენილია 2 პუნქტი - დეოლიგარქიზაცია და სასამართლო რეფორმა. აქაც მოცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება შესრულებული. ჩვენ არ დავტოვებთ სპეკულაციის სივრცეს - ყველა კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიმართული რეკომენდაციების შესასრულებლად“, - აცხადებს დეპუტატი.