ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა. ამის შესახებ გამოცემა Euractiv-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა.

„ბელგიელმა პოლიციელებმა ჩაატარეს რეიდი პარტიის ოფისის პირველ და მესამე სართულებზე“, - აცხადებს გამოცემის წყარო. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ წაიღო კომპიუტერები.

საქმე ეხება ფინანსურ თაღლითობას, რომელშიც სავარაუდოდ „ევროპის სახალხო პარტიის“ პერსონალი ფიგურირებს.