„ორი ქალი დეპუტატი, მე და ანი წითლიძე არ დაგვიშვით ლაზარესთან ციხეში, რომ მოგვენახულებინა და გვენახა როგორ არის ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც მთელი სახელისუფლებო და პროპაგანდისტული მანქანა გაქვთ მოქოქილი", - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი „ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატმა იმედი, რომ პარლამენტის ადამიანის დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ლაზარე გრიგორიადისს ციხეში მოინახულებს.
"უფლებების დაცვა არ არის იმის უფლებების დაცვა ვინც მოგწონს ან შენი მოკავშირეა. ეს არის ნებისმიერი იმ ადამიანის უფლებების დაცვა, ვის უფლებებსაც ემუქრება საფრთხე, განსაკუთრებით, როცა ამ საფრთხეს ქმნის სახელმწიფო. დავიტოვებ იმედს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეყოფა გამბედაობა და ის მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას მოინახულოს რისკის ქვეშ მყოფი პატიმარი", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.