ნატო ჩხეიძე - იმედი ვიქონიოთ, რომ არამოსამართლე წევრების არჩევისას, პარლამენტი მაღალპროფესიულ და არაერთგზის გამოცდილ კადრებზე შეაჩერებს ყურადღებას

ნატო ჩხეიძე - იმედი ვიქონიოთ, რომ არამოსამართლე წევრების არჩევისას, პარლამენტი მაღალპროფესიულ და არაერთგზის გამოცდილ კადრებზე შეაჩერებს ყურადღებას

„7-8 მარტს სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობით, წიწაკიანი გაზისა და წყლის ჭავლის მიმართ უკან არდახევით, უმრავლესობის მიერ მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღების - ქვეყნისადმი მავნებლური „რუსული კანონის" სამართლიანად ჩაგდების შემდგომ, დღის წესრიგში დგება 12 რეკომენდაციის სრულად შესრულება", - ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 12 რეკომენდაციით გათვალისწინებულია მათ შორის, სასამართლო რეფორმის   განხორციელება, რომლის ერთი ნაწილი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევაა.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ არამოსამართლე წევრების არჩევისას, პარლამენტი მაღალპროფესიულ და არაერთგზის გამოცდილ კადრებზე შეაჩერებს ყურადღებას. იქნებ უპირატესობა მიენიჭოთ სწორედ იმ კადრებს, რომლებიც უკვე შერჩეულები არიან  ჩვენივე სპეციალური კანონებით ჩამოყალიბებული კომისიის მიერ და მაღალი კრიტერიუმებით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო რეფორმის ეს მცირე ნაწილი მაინც შესრულებულად ჩაგვეთვლება, რადგან მთლიანი რეფორმა როგორ შესრულდება ჯერ უცნობი და მეტად სათუოა.  ამ რეკომენდაციებში ცხადად წერია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნით სხვა ქვეყანაში გადაყვანის შესახებ.  ასევე, გზავნილია რამდენიმე დღის წინ ვიოლა ფონ კრამონის მიერ აქციაზე პირადად ყოფნა და გამოხატულება იმისა, რომ მეტი ლოიალობით მიუდგეს სახელმწიფო თუნდაც იმ დანაშაულს, რომელიც მმართველი პარტიის კონსტიტუციური ჩარჩოდან გადასვლის დროს ხალხის მღელვარებისას გამოიხატა. ევროკავშირის მიერ საქართველოს კანდიდატად ცნობა ჩვენს, უფრო სწორად თქვენს  ხელშია და ქვიშასავით ნუ   გაგეპარებათ ხელიდან", - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.