თეონა აქუბარდია - მოგიწოდებდით, ამოხვიდეთ ქვეყნის ინტერესიდან, ხალხის დაკვეთიდან და ყველაფერი გავაკეთოთ როგორც სახლში, ისე ქვეყნის გარეთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ

თეონა აქუბარდია - მოგიწოდებდით, ამოხვიდეთ ქვეყნის ინტერესიდან, ხალხის დაკვეთიდან და ყველაფერი გავაკეთოთ როგორც სახლში, ისე ქვეყნის გარეთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ

„უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად წელსვე, ისევე როგორც უმნიშვნელოვანესია არა მხოლო 12 რეკომენდაციის შესრულება, არამედ ევროპული ქცევის ჩვენება და არა ის, რასაც ჩვენ ამ დარბაზში ხშირად ვხედავთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებდით, ამოხვიდეთ ქვეყნის ინტერესიდან, ხალხის დაკვეთიდან და ყველაფერი გავაკეთოთ როგორც სახლში, ისე ქვეყნის გარეთ, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყნამ", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თანხმობა, ასევე ერთობა, როცა ლაპარაკია ხალხის დაკვეთაზე და ეროვნულ ინტერესებზე. 

„ანტიდასავლური გზავნილები - „უკრაინიზაცია", „მეორე ფრონტი" აზიანებს ჩვენი ხალხის   დაკვეთის შესრულების წინაპირობას - კანდიდატის სტატუსს და კიდევ ერთხელ დაბრკოლებას უქმნის საქართველოს შექმნას ისეთი მომავალი, რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული და არ არის ნაკარნახევი რუსეთიდან", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.