106 წლის ტატუ-არტისტი აპო ვანგ-ოდი ჟურნალ Vogue-ის ფილიპინური ვერსიის გარეკანის გმირი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აპო ვანგ-ოდი მსოფლიოში უხუცესი ტატუ-არტისტის წოდებას ატარებს. ტატუების კეთება მან 16 წლის ასაკში დაიწყო, ბოლო 15 წელია კი მასთან ტატუს გაკეთების ათასობით მსურველი ჩადის მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
ვანგ-ოდი ტატუებს ბატოკის ტექნიკით ქმნის, რომელიც ათასობით წლის წინ ჩამოყალიბდა. ასეთ ტატუებს სხეულზე სპეციალური ბამბუკის ჯოხის, ნახშირისა და წყლის მეშვეობით ხატავენ.