დიდი ბრიტანეთის ქალაქ იორკის მცხოვრებმა, ლუკ ბადვორთმა შემთხვევით სამზარეულოში რემონტის დროს კედლებზე XVII საუკუნის ნახატები იპოვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mirror-ი წერს.
ნახატებზე პოეტ ფრენსის კუორლსის 1635 წელს გამოცემული წიგნიდან სხვადასხვა სცენაა აღბეჭდილი. მთავრობის მხრიდან ნახატების შესანახად ფინანსები არ გამოყოფილა, ამიტომ ლუკ ბადვორთი ნახატებს თავად მოუვლის.