ფლორენს პიუმ გულახდილად ისაუბრა ფილმზე Midsommar და იმ სირთულეებზე რაც გმირის, დენის, შექმნის დროს გამოიარა.
"ყოველდღიურად მასალა უფრო და უფრო რთულდებოდა და უცნაური ხდებოდა. საბოლოოდ, ვფიქრობ, საკუთარ თავს ცუდად მოვექეცი, იმისთვის, რომ როლი კარგად შემესრულებინა."
Midsommar-ის გადაღებების დამთავრებამდე სამი დღით ადრე, მსახიობს გრეტა გერვიგის ფილმში Little Women მონაწილეობის მისაღებად ბოსტონში გაფრენა მოუხდა. ფლორენსის თქმით, უსაშველო სინდისის ქენჯნას გრძნობდა და ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს საკუთარი გმირი მიატოვა.
"ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იმ მინდორში, იმ მდგომარეობაში მივატოვე, რაც ძალიან უცნაური იყო. ეს შეგრძნება მანამდე არასდროს მქონია. ყოველთვის როცა გადასაღებ მოედანს ვტოვებდი, ჩემს გმირებზე ვფიქრობდი, რომ ისინი კარგად იქნებოდნენ, მაგრამ ახლა განცდა მქონდა, რომ ის საკუთარ თავს ვერ მიხედავს, თითქოს მე შევქმენი ადამიანი და შემდეგ მივატოვე სხვა ფილმის გამო."
"მე ისეთი ნაღვლიანი გმირი შევქმენი, შემდეგ კი სინდისი მაწუხებდა, რომ ასეთი მე შევქმენი და შემდეგ მივატოვე," — განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.
მიუხედავად მსახიობის მხრიდან განვლილი ემოციური სირთულეებისა, მიდსომარი საშინელებათა ჟანრში ბოლო პერიოდის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომელიც, კრიტიკოსთა აზრით, ფლორენს პიუს შესაძლებლობებს ცხადად წარმოაჩენს.