გელა ნიკოლაიშვილი: ნებისმიერი ადამიანი შევა გუგლში და გაიგებს, როგორ მოახერხოს ისე, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს, მაგრამ წონაში კატასტროფულად დაიკლოს

გელა ნიკოლაიშვილი: ნებისმიერი ადამიანი შევა გუგლში და გაიგებს, როგორ მოახერხოს ისე, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს, მაგრამ წონაში კატასტროფულად დაიკლოს

ნებისმიერი ადამიანი შევა გუგლში და გაიგებს, როგორ მოახერხოს ისე, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს, მაგრამ წონაში დაიკლოს კატასტროფულად, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, არაერთი პატიმარი თვითდაზიანების ისეთ მეთოდებს მიმართავს, სააკაშვილს არც დაესიზმრება.

„თუ ვთქვათ კანონის იგნორირება მოხდა და ამით [თვითდაზიანებით] ერთმა პატიმარმა მაინც მიაღწია თავისუფლებას, ამ შემთხვევაში თუნდაც სააკაშვილმა, მაშინ ეს გადამდები იქნება ყველა პატიმრისთვის. ამის ტაქტიკის განხორციელებას რა უნდა, წონაში მოიკლებს, დოზირებულად დაიწყებს კვებას. ნებისმიერი ადამიანი შევა გუგლში და გაიგებს, როგორ მოახერხოს ისე, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს, მაგრამ წონაში დაიკლოს კატასტროფულად. მერე იტყვის ის პატიმარი, მე რატომ არ მათავისუფლებ თუკი სხვისთვის შეიძლებაო? აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ ტაქტიკას პერსპექტივა არ აქვს და სავარაუდოდ, ალბათ საბოლოო ჯამში ისინიც მიხვდებიან ამას. მითუმეტეს, როდესაც სტრასბურგიდან მოვა პასუხი, რომ დაანებონ თავი თვითდაზიანებას, ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ყველაფერი ჩადგება კაპალოტში“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილის საქმეები მტკიცებულებებით არის დახუნძლული.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ-ერთი ბრალდებაა საზღვრის უკანონო გადმოკვეთა და ამაზეც კი გვეუბნებიან, უსამართლოდ არის ბრალდება წარდგენილიო. მერე რაა, ის პრეზიდენტი იყო და უნდა შემოსულიყო კანონის დარღვევითო, დაახლოებით ასეთი მიდგომები აქვთ“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.