ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე ყავის მსმელებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში ჩართული მაშინ, როცა ყავას თვითონ სვამდა

ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე ყავის მსმელებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში ჩართული მაშინ, როცა ყავას თვითონ სვამდა

გიორგი ვაშაძე ყავის მსმელებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში ჩართული მაშინ, როცა ყავას თვითონ სვამდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რეალურად, ეს არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება 12 პუნქტის შესრულების პროცესის მიმართ. ეს ადამიანები მუშაობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში 12 პუნქტის შესრულებაზე, როცა ყავას თვითონ ვაშაძე სვამდა. ყავის მსმელებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში ჩართული. ეს არის მათი დამოკიდებულება, ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან დეკემბერს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ საბოლოო ჯამში ქვეყნის ასარევად, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ, განსხვავებით შარშანდლისგან“,- აღნიშნა კობახიძემ.