მამუკა მდინარაძე: გიორგი ვაშაძის განცხადებები აბსოლუტურად არაადეკვატურია, ეჯიბრება ომის პარტიას, „ნაცმოძრაობას“ და უნდა, რადიკალიზმში აჯობოს

მამუკა მდინარაძე: გიორგი ვაშაძის განცხადებები აბსოლუტურად არაადეკვატურია, ეჯიბრება ომის პარტიას, „ნაცმოძრაობას“ და უნდა, რადიკალიზმში აჯობოს

გიორგი ვაშაძის განცხადებები აბსოლუტურად არაადეკვატურია და აცდენილია ყველაფერს, რადგან ის, უბრალოდ, ეჯიბრება ომის პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც უნდა, აჯობოს რადიკალიზმში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გიორგი ვაშაძის განცხადებები არის აბსოლუტურად არაადეკვატური, აცდენილია ყველაფერს, რადგან ის უბრალოდ ეჯიბრება ომის პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და უნდა, აჯობოს რადიკალიზმში. უკვე არაადეკვატურობაში გადადის, რადგან „ნაცმოძრაობაზე“ რადიკალური პარტია არ არსებობს, ომის პარტიაზე რადიკალური პარტია არ არსებობს. როდესაც გინდა, შენი განცხადებებით იმას აჯობო, მერე გადადიხარ არაადეკვატურობაში. თუმცა, ახლა ადეკვატურები „ნაცები“ არიან-მეთქი, ამასაც ვერ გეტყვით. არაბუნებრივად არაადეკვატური განცხადებებია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რეკომენდაციების შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებზე საუბრისას, განაცხადა: „ყავის სმის ჯგუფებში ვინც შევიდა, რა შედეგი დადო, რაზეც პარტნიორები ამბობენ, ყოჩაღ, საქართველოო?“.