დესტაბილიზაცია არის ის მიზანი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ემსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.
„მათი [„ნაციონალური მოძრაობის“] პარლამენტში შემოსვლა, სხდომაზე დასწრება ერთადერთ მიზანს ემსახურება - რევოლუციური სცენარის განვითარებას. დიდი ხანია ამ თემაზე საუბარი მიდის, მაგრამ ბოლო პერიოდში საზოგადოებისათვის ეს მონახაზი აშკარაა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
„ნაციონალურ მოძრაობა“ პლენარულ სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.