პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციების პარალელურად აქციებს არ გამორიცხავს.
„ეს არის შეხვედრები ადამიანებთან, ვისაც ინტელექტუალური რესურსი გააჩნია ამ ქვეყნის მართვის. ბევრმა ადამიანმა მოისმინა და კიდევ უნდა მოისმინოს ის პოზიციები, რომელიც გააჩნია „ქართულ ოცნებას“. რასაკვირველია, მცდელობებიც იქნება, რომ ამ კონფერენციების ფონზე რაღაც დესტრუქციული აქციები გამართონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები გრძელდება. 29-30 მარტს შეხვედრები ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში გაიმართება.