ორლანდო ბლუმი კიევში ჩავიდა

ორლანდო ბლუმი კიევში ჩავიდა

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ორლანდო ბლუმი კიევში ჩავიდა. „იუნისეფის“ კეთილი ნების ელჩის რანგში ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მათ ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვების დახმარების საკითხი განიხილეს.

სტატისტიკური მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინაში ათასობით სკოლა განადგურდა, რის გამოც 2,7 მილიონზე მეტ ბავშვს დისტანციურ რეჟიმში უწევს სწავლა. 1,5 მილიონზე მეტი ბავშვი კი ფსიქოლოგიური პრობლემებისა და დეპრესიის განვითარების საფრთხის წინაშე დგას.