სოფია კოპოლას შვილი და ფრენსის ფორდ კოპოლას შვილიშვილი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და ინტერნეტის ყურადღების ცენტრშია. რემი კოპოლა ტიკტოკზე ვირუსულად გავრცელებული ვიდეოთი ინტერნეტის ვარსკვლავად იქცა, რითაც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კიდევ ერთი კოპოლა გაიცნო.
16 წლის რემი კოპოლა ტიკტოკის ვიდეოში ჰყვება, რომ მამის საკრედიტო ბარათით ვერტმფრენის დაქირავება სცადა, რათა მეგობრებთან გაფრენილიყო, თუმცა ამას მიუხვდნენ და დასაჯეს. მისივე თქმით, ტიკტოკზე გამოჩენით მშობლებს შეეწინააღმდეგა, რადგან ოჯახს არ სურს, რომელიმე სოციალურ მედიაში დარეგისტრირებული იყოს.
"მათ არ უნდათ, რომ "ნეპოტიზმის შვილი" გავხდე, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ტიკტოკი ცნობილს ვერ გამხდის", — ამბობს რემი ვიდეოში. ამ მოლოდინის მიუხედავად, რემი შეცდა და მისი ტიკტოკი წაშლამდე ათმა მილიონმა ადამიანმა ნახა. რემიმ მალევე ვიდეოც წაშალა და ტიკტოკიც გააუქმა, თუმცა მისი ვიდეო ისევ ვირუსულად ვრცელდება.
რემი კოპოლამ ინტერნეტის მომხმარებლების გულის მოგება მარტივად მოახერხა. "ეს ვიდეო შესანიშნავი მოკლემეტრაჟიანი ფილმია. კოპოლას რეჟისორების მესამე თაობაც გვყოლია", — წერს ტიკტოკის მომხმარებელი. "ეს ფილმია, ეს გოგო კიდევ ერთი დიდებული კოპოლა იქნება", — ვკითხულობთ კომენტარებში.