ბექა ოდიშარია: „ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ძალა ევროპაშია, ცივილიზაცია ევროპაშია“

ბექა ოდიშარია: „ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ძალა ევროპაშია, ცივილიზაცია ევროპაშია“

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარსდგა, საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან თხოვნა გადასცა.

„მინდა ქალბატონ ანალენა  ბერბოკს გადასცეთ, რომ 1917-21 წლებში რაც დაგვემართა, რაც დაგვემართა 1990-იან წლებში და შემდგომში, 2008 წლის ანექსიის დროს, ახლა ჩვენ ძალიან გვჭირდება მათი მხარდაჭერა და ნუ დააყენებენ საქართველოს ამ რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ გერმანიის იმედად იყო პირველი რესპუბლიკა, ევროპის იმედად იყო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ახლა ვართ დასავლეთის და ევროპის იმედად. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ძალა ევროპაშია, ცივილიზაცია ევროპაშია და ჩვენ ნუ დაგვაღალატებს ევროპა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მანვე ილია დარჩიაშვილს და სამინისტროს გუნდს კომიტეტთან თანამშრომლობისთვის და დიასპორაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

Aburjga Tasmanieli რისი ქალბატონია, ვისი ქალბატონია ეს ანალენა?! ისე სხვათაშორის მიმდა ვიკითხო, ჩ ემო სოსო, ეს ორი სათაური (სახელი) რა საჭიროა? ბტონო ბექა, დანარჩენებმაც, რა მოგწონთ ამ ევროპაში ასე უსაშველოდ, რამ დაგიკარგათ რეალობის კრიტიკულად აქმის უნარი, რა არის ის ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული ფუნა ეგზომ სანატრელ მიზნად რომ გადაგექცათ, რა ხდება ჩვენ ქართველ ხალხსაც გაგვაგებინეთ?! იქნებ ვინმე კუდიანი დედაბერი შემოგეყარათ პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე და მოგაჯადოვათ, ან იქნებ ღრმა ჰიპნპზურ ძილში ხართ? შე კაი დედმამისშვილო თითონ წერ ..."რომ რაც დაგვემართა 1917.....ერთხელ იმიტომ, რომგერმანიის იმედად...მეორედ ევროპის იმედად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 90-წლებში, მესამედ 2008 წელს..." ამას თითონ წერ და კიდევ ამ ბებერი მეძავისაკენ მიისწრაფით დაჟინებით და გაუთავებლად? ახლაც როცა თქვენი ხელისუფლება სრულიად დაუმსახურებლად, უმიზეზოდ, ოდნავი სუვერენიტეტის გამოვლინებისათვის ყოველდღე 1000-ჯერ გაძუყნეს და იძუყნება, ახლაც? ვაი თქვენს პატრონს ანუ ჩვენ რიგით ქართველ ადამიანებს, ქართველ ერს! ვაი ჩვენ!
2 წლის უკან