ბიძინა ივანიშვილი ბეშუმს ეწვია, სადაც „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრო. პრემიერმა საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრეთ სახალხო დღესასწაული მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მან გასულ წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსგავსი დაპირისპირებები აღარ უნდა განმეორდეს.
დღესასწაულის ფარგლებში, ბეშუმში ფოლკლორული კონცერტი, სპორტული შეჯიბრებები და დოღი გაიმართა. ტრადიციისამებრ, შედგა შუამთობაზე ასული მექორწილე წყვილის ნიშნობის ცერემონია. ახალდაქორწინებულებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს პრემიერისგან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისაგან.
ადგილობრივებთან შუამთობის მისალოცად პრემიერ-მინისტრთან ერთად რეგიონის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებიც იმყოფებოდნენ.