შალვა პაპუაშვილი: ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ – როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე

შალვა პაპუაშვილი: ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ – როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე

პარლამენტის შენობის ფანჯრები როდესაც იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე, თუკი ევროპაზე საუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული, ევროკავშირის დროშა დაბრუნდება თავის ადგილზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილზე.

„რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს არასერიოზული მიდგომაა და მათ გამოვეხმაურები – როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე, თუკი ევროპაზე ასუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. დროშა დაბრუნდება თავის ადგილზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ევროკავშირის დროშა დაწვეს.