პარლამენტის თავმჯდომარის შავლა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სათანადო რეაგირება ჰქონდათ.
„სათანადო რეაგირება იყო. ის პირები, რომლებმაც შებღალეს ევროკავშირის დროშა, შესაბამისად იქნებიან დასჯილები. როდესაც პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა [7-8 მარტის აქციებზე], როდესაც ფანჯრები იმსხვრეოდა და ჯებირები კი არა, პარლამენტის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო, მაშინ, იმ ევროპით გულანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამასთან დაკავშირებით, იქნებოდა კარგი. რაც შეეხება ამ შემთხვევას, სათანადო რეაგირება იყო. შესაბამისად, ეს პირები იქნებიან პასუხისგებაში მიცემული. დანარჩენი კითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე არ ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს პარლამენიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.