ირაკლი კობახიძე Focus.ua-ს სტატიაზე: სამწუხაროდ, არ წყდება პროვოკაციები უკრაინული მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის

ირაკლი კობახიძე Focus.ua-ს სტატიაზე: სამწუხაროდ, არ წყდება პროვოკაციები უკრაინული მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის

სამწუხაროდ, არ წყდება პროვოკაციები უკრაინული მხრიდან, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, არ წყდება პროვოკაციები უკრაინული მხრიდან, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის. ჩვენ სრულად თანავუგრძნობთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. როდესაც ასეთ დროს ჩვენ ვაწყდებით მსგავს პროვოკაციებს, ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებულად მძიმე. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან, ეს იყო ძალიან მძიმე“,- აღნიშნა კობახიძემ.

უკრაინული გამოცემა Focus-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელშიც საქართველოში მცხოვრები რუსები ამბობენ, რომ მათ ავიწროებენ და რუსული დანაყოფების შემოყვანას ითხოვენ.