ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე „ნაცმოძრაობის“ მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს. ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არცერთ დიპლომატს არ დაუგმია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტთან 7 მარტს აქციის დროს მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა, სადაც ახლად არჩეულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს.

„2012 წლამდე „ნაცმოძრაობის“ მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი სახალხო დამცველზე „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არცერთ დიპლომატს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ან უცხოურ აგენტს არ დაუგმია. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რომ სადაც არის „ნაცმოძრაობა“, იქ არის ძალადობა - იქნება ეს ხელისუფლებაში, თუ ოპოზიციაში“, - განაცხადა კობახიძემ.