Focus.ua: დაიწყო: საქართველოში მცხოვრებმა რუსებმა განაცხადეს, რომ მათ ავიწროებენ და რუსეთის ფედერაციას სთხოვენ ჯარი შემოიყვანონ

Focus.ua: დაიწყო: საქართველოში მცხოვრებმა რუსებმა განაცხადეს, რომ მათ ავიწროებენ და რუსეთის ფედერაციას სთხოვენ ჯარი შემოიყვანონ

უკრაინული გამოცემა Focus-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელშიც საქართველოში მცხოვრები რუსები ამბობენ, რომ მათ ავიწროებენ და რუსული დანაყოფების შემოყვანას ითხოვენ.

კადრში რამდენიმე ადამიანი ჩანს, რომელთა სახეების გარჩევა რთულია. ისინი ვიდეოში აცხადებენ, რომ საქართველოში შესაძლოა „უკრაინული სცენარი“ განმეორდეს.

„რუსებო, ძმებო. ჩვენ საქართველოში ათობით წელია ვცხოვრობთ. ჩვენ აქ გვყავს ოჯახი და აქ გვაქვს სამსახურები. თქვენ ყველანი ხედავთ, რაც ხდება საქართველოში - უკრაინული სცენარი მწიფდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვთხოვთ, აქ სამშვიდობო კონტინგენტი გამოგზავნოს. რუსები აქ ვერ იცხოვრებენ, თუ ქართული მაიდანი გაიმარჯვებს“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი ვიდეოში.

Aburjga Tasmanieli უკრაინელების დადგმული ვოდევილია! უკრაინელები გადაიქცნენ საქართველოს მთავარ პრობლემად!
2 წლის უკან